მათემატიკის კათედრა
კათედრის დებულება
ზოგადი დებულება
კათედრა აერთიანებს მატემატიკის პედაგოგებს.
კათედრა აერთიანებს 4 პედაგოგს.
კათედრის ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი სათათბირო ხმის უფლებით.
გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმების 2/3–ის თანხმობით.
თანაბარი ხმების შემთხვევაში ბოლო სიტყვა ეკუთვნის კათედრის თავმჯდომარეს.
კათედრა ვალდებულია:
- იზრუნოს თანამშრომლობასა და კათედრის წევრების პროფესიულ განვითარებაზე(ინფ. მოძიება, გაცნობა, გამოყენება)
- იზრუნოს რესურსების მოძიებაზე და არებულის ეფექტურად გამოყენებაზე.
- განსაზღვროს შეხვედრების გრაფიკი
- აწარმოოს საქმიანი დოკუმენტაცია
- დროულად აცნობოს ცვლილებების შესახებ ადმინისტრაციას.
კათედრის მიზნები და ამოცანები
- სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლება და საგნების სწავლებისადმი წამოყენებული მოთხოვნების განხორციელება.
- ახალი მეთოდების განხილვა–გააზრება.
- ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო გეგმებისა და კურიკულუმების შედგენა
- საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა
- საუკეთესო მასწავლებლის გამოცდილების შესწავლა და გაზიარება.
- საუკეთესო მოსწავლის გამოვლენა
- მოსწავლეთა შეფასების ფორმებსა და ხერხებზე მუშაობა
- სასწ/აღმზრდელობითი პროცესის მონიტორინგი
- საგნის სწავლებაში არსებული პრობლემების კვლევა და გადაჭრის გზების ძიება
- მოსწავლეთა კონკურსების, კონფერენციების,ოლიმპიადების ჩატარება
- პედაგოგთათვის კონფერენციების, კონკურსების მოწყობა
- ყველა პედაგოგის აქტიური ჩაბმა კათედრის მუშაობაში
- თვითგანვითარებისა და სწავლების ინოვაციური მეთოდების შესწავლა–სრულყოფაზე ზრუნვა
- მასწავლებელთა და მოსწავლეთა წახალისების ფორმების დადგენა
- საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური სასწ. გეგმების შედგენა
- სხვა სკოლების გამოცდილების გაზიარება
მათემატიკის კათედრის სამუშაო გეგმა
კათედრის სხდომების განრიგი და მათზე განსახილველი საკითხები
დაგეგმილია 6 სხდომის ჩატარება:
I სხდომა (1–5 სექტემბერი)
- კათედრის თავმჯდომარის არჩევა
- კათედრის სამუშაო გეგმის განხილვა
- საათების განაწილება
- სახელმძღვანელოების არჩევა
- შეფასების კომპონენტებისა და მათი სახეების დადგენა
- სასწავლო პროცესის დროს გამოსაყენებელი სასარგებლო რესურსების შერჩევა
II სხდომა (28 ოქტ–1 ნოემბ)
ურთიერთდასწრების განრიგის შემუშავება.
- ახალი მეთოდების განხილვა–გაზიარება.
- სასწავლო პროცესის დროს წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება
III სხდომა (20–25 დეკ).
- I სემესტრის სასწავლო პროცესის ანალიზი
- ურთიერთდასწრების, გაკვეთილების ანალიზი, საგნის სწავლებაში არსებული პრობლემების კვლევა და გადაჭრის გზების ძიება
- II სემესტრის გეგმის განხილვა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა
IV სხდომა (25–28 იანვ)
- სიახლეების გაცნობა–გაზიარება
- ურთიერთდასწრების განრიგის შემუსავება გამოცდილების გაზიარების მიზნით.
V სხდომა(1-5 აპრ)
- მათემატიკის კვირეულისთვის მზადება (კედლის გაზეთი, VIII-X კლასების ინტელექტუალური შეჯიბრი.)
- სასწავლო პროცესის დროს წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება
- ახალი მეთოდების განხილვა–გაზიარება.
VI სხდომა(10–15 ივნ)
- II სემესტრის სასწავლო პროცესის ანალიზი
- საუკეთესო მოსწავლის გამოვლენა
- შემდეგი წლის სამუშაო მიზნებისა და გზების დასახვა
წლიური შემაჯამებელი სამუშაოების რაოდენობა:
მე–5 –მე–11 კლასებში სულ 10 : 4 პირველ სემესტრში და 5 მეორე სემესტრში
მე–12 კლ–ში სულ 8: 4 პირველ სემესტრში, 4 – მეორე სემესტრში
შემაჯამებელი სამუშაოების შესრულების ფორმა ძირითადად უჯრიან
რვეულებში, საჭიროების შემთხვევაში თაბახის ფურცლებზე.
შეფასების კრიტერიუმი ყველა სამუშაოს თან დაერთვება.
კათედრის სხდომა ჩატარდება სემესტრში 2–ჯერ აუცილებლად, დამატებითი შეკრებები საჭიროების შემთხვევაში.
დამატებითი საგანმანათლებლო რესურსები(ელექტრონული რესურსი და თვალსაჩინოებები)
დაფა, ცარცი, მარკერი, ფურცელი, წიგნი, რვეული, ფერადი ფურცლები, ფარგალი, ტრანსპორტირი, პლაკატები, თვალსაჩინოებები, ცხრილები.დამატებითი სახალმძღვანელოებიდან – თოფურია.
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ) V-VI კლ.
- ეროვნული სასწავლო გეგმა. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი;
- ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი), 2011 წ.;
- http://ncac.ge/ – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი;
Комментариев нет:
Отправить комментарий